ბოლო მონაცემებით, ბანგლადეშში აქციებზე შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა

BBC-ის ინფორმაციით, ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 76 ადამიანი დაიღუპა.

დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ.

მედიის ცნობით, პოლიციის შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 პოლიციელი დაიღუპა.

ბანგლადეშში საპროტესტო აქციები სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემის წინააღმდეგ დაიწყო. აქციები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ სამთავრობო სექტორში სამუშაო კვოტების უმეტესი ნაწილი გააუქმა, თუმცა შემდგომ სტუდენტებმა პროტესტი მაინც განაახლეს. ისინი მოითხოვდნენ სამართლიანობას დაღუპულთა ოჯახებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები