Times of Israel: ისრაელში ცივი იარაღით თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა

ისრაელში ცივი იარაღით თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა ქალაქ ჰოლონში მოხდა.

გამოცემა წერს, რომ პოლიციის ინფორმაციით, თავდამსმხმელი დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები 34 წლის პალესტინელი მამაკაცია. როგორც ცნობილია, მას ისრაელში შესვლის ნებართვა არ ჰქონდა.

თავდასხმა სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა. თავდამსხმელი პოლიციამ ერთ-ერთი თავდასხმის ადგილას მოკლა.

რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები