ზელენსკი: F-16-ები უკრაინაშია, ჩვენ ეს უზრუნველვყავით
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16-ები უკვე უკრაინაშია.
“ჩვენ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ უკრაინის საჰაერო ძალების ახალ საავიაციო სტანდარტზე, დასავლურ საბრძოლო ავიაციაზე გადასაყვანად. ამ ომის დაწყების შემდეგ პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობდით უკრაინის ცის რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დახურვის აუცილებლობაზე.
ჩვენ გავმართეთ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება ჩვენი ავიაციის, საჰაერო თავდაცვისა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საპასუხოდ ხშირად გვესმოდა სიტყვა „შეუძლებელი“, მაგრამ ჩვენ შევძელით ის, რაც იყო ჩვენი ამბიცია, ჩვენი თავდაცვის საჭიროება და ახლა – ეს რეალობაა ჩვენს ცაში. F-16-ები უკრაინაშია. ჩვენ ეს უზრუნველვყავით.
ვამაყობ ყველა ჩვენი ბიჭით, რომლებიც ოსტატურად ეუფლებიან ამ თვითმფრინავებს და უკვე დაიწყეს მათი გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს ამ შედეგისთვის. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც ნამდვილად ეხმარებიან F-16-ებს და პირველ ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს ჩვენი მოთხოვნა თვითმფრინავების შესახებ – დანია, ნიდერლანდები, შეერთებული შტატები, – და ყველა ჩვენს პარტნიორს, – ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას, – წერს ზელენსკი X-ზე