ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო საერთო ღირებულებების გარშემო ერთიანდება, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც ბევრი ადამიანის რელიგიურ მრწამსს დასცინის – ვატიკანი
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ვატიკანი.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, წმინდა საყდარი “უერთდება მათ, ვინც უკანასკნელ დღეებში ხმა აიმაღლა, რათა დაგმოს ბევრი ქრისტიანისა და სხვა რელიგიების წარმომადგენელთა შეურაცხყოფა”.
“პრესტიჟულ ღონისძიებაზე, სადაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო ღირებულებების გარშემო, არ უნდა იყოს მინიშნებები, რომლებიც ბევრი ადამიანის რელიგიურ მრწამსს დასცინის. აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აშკარად არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, პოულობს ზღვარს სხვა ადამიანებისადმი პატივისცემაში”, – ნათქვამია ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.