მედია: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლის პორტში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს
მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის ცნობით, წყალქვეშა ნავს „დონის როსტოვი“ 2 აგვისტოს დაარტყეს.
„ნავი ადგილზე ჩაიძირა”, – ნათქვამია შტაბის განცხადებაში.
როგორც CNN იტყობინება, შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ „დონის როსტოვის“ დაკარგვა მიუთითებს, რომ უკრაინის ტერიტორიული წყლები რუსული ფლოტისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.