ფრანგულმა ავიაკომპანიებმა ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

ორმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ, Air France-მა და Transavia-მ, ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანიები ავრცელებენ.

გოლანის  სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია შიში იმაზე,  რომ “ჰეზბოლასა” და ისრაელს შორის ბრძოლა გამწვავდებოდა. როდესაც ეს შიში გარკვეულწილად შემცირდა, ავიაკომპანიებმა სამშაბათს გამოაცხადეს, რომ ფრენები ოთხშაბათს განახლდება, მაგრამ სამშაბათს, საღამოს, ისრაელმა დაარტყა “ჰეზბოლას”  სამხრეთ ბეირუთში.

მოვლენების ამ განვითარებამ  ფრენის შეჩერების გახანგრძლივება გამოიწვია შაბათამდე, ხოლო დღეს გახდა ცნობილი, რომ ფრენები ჯერ ისევ არ აღდგება.

„უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ავიაკომპანია პარიზსა და ბეირუთს შორის ფრენებს შეაჩერებს 6 აგვისტოს ჩათვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის ფონზე ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა, United Airlines-მა, Delta Airlines-მა და British Airways-მა ისრაელის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები