ევროკავშირი სომალიში მომხდარ ტერაქტს მკაცრად გმობს

ევროკავშირი მკაცრად გმობს მოგადიშოში მომხდარ ტერაქტს,- ინფორმაციას ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური ავრცელებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ეს სასტიკი თავდასხმა, ლიდოს პლაჟზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ალ შაბაბის ბარბაროსობას საკუთარი თანამემამულეების მიმართ.

ევროკავშირი სოლიდარობას გამოხატავს სომალის მთავრობისა და სომალელი ხალხის მიმართ. ჩვენ მათ  ერთგულებას ვუცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”– ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები