CNN: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც ტრამპს ემუქრებოდა
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ვაშინგტონში დააკავეს ქალი, რომელსაც ბრალად აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიმართ მუქარა და ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვოდ ტარება ედება,- ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
დედაქალაქის პოლიციის სამმართველომ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ტეხასის მაცხოვრებელი ტრამპის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ლიცენზიის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავა“, – ნათქვამია პოლიციის ანგარიშს.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, ბრალდებული 41 წლის კრისტინა მონტოიაა. ის ტრამპს 20 ივლისიდან ემუქრებოდა. თუმცა, პოლიციაში არ აკონკრეტებენ, თუ რა შინაარსის მუქარებზეა საუბარი.