სამხრეთ ჩინეთის პროვინციის, ჰუნანის რვა ქალაქში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 35.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მაუწყებელი CC-TV ავრცელებს.
მომეტებული საფრთხის გამო აუცილებელი გახდა ხალხის ევაკუაცია.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.