დიდ ბრიტანეთში, სანდერლენდში, დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილება დაწვეს. დაშავებულია სამი ოფიცერი,- ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ცნობით, არეულობა სანდერლენდში მთელი ღამე გრძელდებოდა. დროებით შეწყდა ავტობუსებისა და მატარებლების გადაადგილება. მობილიზებული იყო პოლიციის ვერტმფრენიც.
მათივე ინფორმაციით, სანდერლენდში მომხდარი არეულობა საუთპორტში სამი გოგოს მკვლელობას უკავშირდება.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს რვა პირი, რომლებმაც პოლიციის შენობა გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს.
“ეს არ არის პროტესტი, ეს არ არის ლეგიტიმური – ეს დანაშაულია”,- განაცხადა პრემიერ მინისტრმა კეირ სტარმერმა.
“მიმდინარეობს სრული გამოძიება ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად”,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა. მან პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეთა დასჯის პირობა დადო.