დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა.
მას შემდეგ, რაც ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარი კამალა ჰარისს დაუჭირა, ტრამპმა თქვა, რომ ჰარისთან დებატებს არ აპირებდა, რადგან ის არ იყო ოფიციალური კანდიდატი.
გუშინ, კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო ნომინაციის მისაღებად „დემოკრატიული პარტიის“ დელეგატებისგან საკმარისი რაოდენობის ხმები მოიპოვა.