ბრაზილიის ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს (ვიდეო)

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ბრაზილიის ქალაქ კურიტიბას თავზე დააფიქსირეს,- ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს.

ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა და უკვე მიიჩნევა უცხოპლანეტელების დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ხარისხიან კადრად.

ბრაზილიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ არ შეუძლიათ ამ ფენომენის ახსნა.

ვარაუდობენ, რომ ვიდეო კადრებში მფრინავი ბუშტი ან დრონი ჩანს, თუმცა ობიექტის ზუსტი წარმომავლობა დადგენილი არ არის.

თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მათ უცხოპლანეტელების მფრინავი აპარატი ნახეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები