ვიეტნამის პრეზიდენტმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა
ვიეტნამის პრეზიდენტი ტო ლამი მთავრობის მთავარ თანამდებობაზე დაინიშნა, ის ვიეტნამის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა. ტო ლამიმ შეცვალა ნგუენ ფუ ჩონგი, რომელიც ორი კვირის წინ გარდაიცვალა.
67 წლის ლამიმ 18 ივლისს, ჩონგის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, დროებით დაიკავა პარტიის ლიდერის თანამდებობა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
როგორც პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს პარტიის დელეგატებმა ლამის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.