ირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საქმეზე ათეულობით ადამიანი დააკავეს

ირანის სამართალდამცველებმა „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ათეულობით ადამიანი დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

დაკავებულთა შორის არიან ირანის დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცრები, სამხედროები და იმ სახლის თანამშრომლები, სადაც ჰანიე ცხოვრობდა.

გამოცემის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანელი უსაფრთხოების აგენტის მიერ დაყენებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შედეგად, დისტანციურად შეძლეს საცხოვრებელი სახლის აფეთქება და ჰანიე სწორედ ასე მოკლეს, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად არ დასტურდება, ირანში ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰანიე საჰაერო ჭურვის სამიზნე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები