მედია: რუსეთში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა – დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი

რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ტაგილში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ოპერატიულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სულ დაღუპულია ათი ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აფეთქების მიზეზი შესაძლოა გაზის აღჭურვილობის გაუმართაობა ან მისი მუშაობის დარღვევა ყოფილიყო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სვერდლოვსკის ოლქის პროკურატურამ უნდა დაადგინოს, თუ როდის გამოიკვლიეს შენობაში არსებული აღჭურვილობა ბოლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები