აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა „დემოკრატი“ დელეგატებისგან საკმარისი ხმები მოიპოვა, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, – ამის შესახებ „დემოკრატიული“ პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმი ჰარისონმა განაცხადა.
როგორც CNN-ი წერს, კამალა ჰარისის ნომინირება ოფიციალური გახდება მას შემდეგ, რაც პარტიის ვირტუალური კენჭისყრა ორშაბათს დასრულდება.
„ჩემთვის პატივია ვიყო შეერთებული შტატების პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი „დემოკრატიული“ პარტიიდან“, – აღნიშნა ჰარისმა.