ზელიმხან ხანგოშვილის ძმა: ჩვენთვის რომ ეკითხათ, გაცვლას დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი გათავისუფლდებოდა

ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. თავს დამცირებულად ვგრძნობთ, – ამის შესახებ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ბავშვები ობლები არიან, ჩემი ძმა დავკარგე და მკვლელს შეუძლია თავის ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია“, – განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.

ამასთან, ხანგოშვილი ამბობს, რომ ის გაცვლას დათანხმდებოდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც მისთვის და არც მისი ოჯახისთვის არავის არაფერი არ უკითხავს.

„რაც შეეხება გაცვლას, რომ ეკითხათ ჩემთვის ან ჩვენთვის, დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, გავიგებდი, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მომხდარი პატიმრების დიდი გაცვლის ფარგლებში გერმანიამ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული „ეფესბეს“ აგენტი, ვადიმ კრასიკოვი გადასცა, რომელსაც გერმანიის ციხეში უვადო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები