ტრამპმა აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმართა გაცვლას „პუტინის გამარჯვება“ უწოდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმართა გაცვლას გამოეხმაურა და მიღწეულ შეთანხმებას „პუტინის გამარჯვება“ უწოდა.
„ჩვეულებისამებრ, ეს იყო პუტინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის გამარჯვება.
ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში ეს არ მოხდებოდა. ჩვენ მას [ევან გერშკოვიჩი] დავაბრუნებდით და არაფრის გადახდა არ მოგვიწევდა. არ მოგვიწევდა მკვლელების გაშვება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, რუსეთსა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას შორის პატიმართა გაცვლა განხორციელდა.