უკრაინის ეროვნული ბანკი: ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 2026 წელს შესაძლოა, 32 მილიარდ დოლარამდე შემცირდეს
უკრაინის ეროვნული ბანკი 2026 წლის ბოლომდე ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების 32 მილიარდ დოლარამდე შემცირებას პროგნოზირებს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ეროვნული ბანკის ივლისის ინფლაციის ანგარიშში, რომელიც მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნდა.
„კერძო სექტორიდან ვალუტის წმინდა გადინების ფონზე, საერთაშორისო ფინანსური დახმარების შემცირება 2026 წლის ბოლოსთვის, საერთაშორისო რეზერვების $32 მილიარდამდე, ეტაპობრივ შემცირებას გამოიწვევს“, – ნათქვამია ანგარიშში.