აზერბაიჯანი სლოვენიისთვის გაზის მიწოდებას იწყებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) დაიწყო გაზის მიწოდება სლოვენიისთვის, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორმხრივი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში,- ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ნავთობკომპანია ავრცელებს.

2024 წლის 17 ივლისს, გაზის სექტორში თანამშრომლობისთვის, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი SOCAR-სა და სლოვენიის ბუნებრივი გაზის უმსხვილეს კომპანიას, Geoplin-ს შორის.

SOCAR და Geoplin გეგმავს მომავალშიც განავითაროს გრძელვადიანი ენერგეტიკული თანამშრომლობა.

თურქეთის, საქართველოს, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სერბეთის შემდეგ, სლოვენია მეცხრე ქვეყანა გახდა, რომელმაც აზერბაიჯანული გაზი შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები