ბაქო-ერევანის ურთიერთობების დარეგულირების შემთხვევაში, თურქეთმა შესაძლოა სომხეთთან საზღვარი გახსნას

თურქეთმა შესაძლოა გახსნას საზღვარი სომხეთთან, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები დადებით შედეგს გამოიღებს,- ამის შესახებ კომენტარი გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. თუ შედეგი დადებითი იქნება, ჩვენ განვახორციელებთ პოზიტიურ სცენარს და თურქეთს შეეძლება სომხეთთან საზღვრის გახსნა“, – განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები 30 ივლისს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს წინაპირობების გარეშე და დაიწყება სარკინიგზო გამშვები პუნქტის გახსნის შეფასება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები