„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდნენ
„ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„ჰამასის“ განცხადებით, ისმაილ ჰანიე პეზეშკიანს დილით შეხვდა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ გენერალური მდივანი, ზიად ალ-ნახალე ირანში, ახლად არჩეული პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებიან.