სამხრეთ ლიბანში, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, „ჰეზბოლას“ ერთი მებრძოლი დაიღუპა
სამხრეთ ლიბანში, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, „ჰეზბოლას“ ერთი მებრძოლი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათი ცნობით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ 10-მდე ობიექტს დაარტყეს.
ინფორმაციისთვის, ისრაელმა „ჰეზბოლას“ იარაღის შესანახ საცავს, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და სარაკეტო გამშვებ პუნქტებს დაარტყა.