მედია: რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ვოვჩე დაიკავეს და იასნობროდოვკაში წინ წაიწიეს. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

ასევე, დაფიქსირებულია რუსული ძალების წინსვლა დასახლებული პუნქტების – ჟელანნოესა და დიბროვის რაიონებში, სოფელ ვოვჩესთან კი ისინი წინ წაწევას ხუთი მიმართულებით ცდილობენ.

ინფორმაციაში ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია, დონბასის ტერიტორიაზე წინ გასვლას ცდილობს, უკრაინელი სამხედროები კი მიუხედავად მოწინააღმდეგესთან შედარებით მცირერიცხოვნობისა, ცდილობენ, შეაკავონ, ისინი და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები