ტრამპი, წაგების შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომს პროგნოზირებს

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ს არჩევნებში არ გაიმარჯვებს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფლორიდაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა, წერს Fox News.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი უფრო სუსტია ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ამიტომ ისრაელის ომი ჰამასთან ღაზაში შეიძლება გადაიზარდოს უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში, თუ ის ჯო ბაიდენს შეცვლის.

„ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ თუ ყველაფერი გამოვა და ჩვენ გავიმარჯვებთ, ყველაფერი უფრო ადვილი იქნება. ყველაფერი გამოვა, თანაც ძალიან სწრაფად. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი გველოდება. შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომიც. თქვენ ახლა უფრო ახლოს ხართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ნებისმიერ დროს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები