დონალდ ტრამპი – ნეთანიაჰუს: არ ვიცი როგორ შეუძლია ებრაელ ადამიანს, რომ ხმა მისცეს კამალა ჰარისს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ფლორიდაში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ბოლოდროინდელ კომენტარებს ღაზაში ომის შესახებ ისრაელის მიმართ უპატივცემულოს უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ვფიქრობ, რომ მისი [კამალა ჰარისის] გამონათქვამები უპატივცემულო იყო. არ იყო ძალიან ლამაზი. მე ნამდვილად არ ვიცი, როგორ შეიძლება ებრაელმა მას ხმა მისცეს. მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ის ნამდვილად უპატივცემულოდ მოიქცა ისრაელის მიმართ, ჩემი აზრით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ კამალა ჰარისმა, რომელიც აშშ-ში სავარაუდო „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატია, გუშინ განაცხადა, რომ ის არ გაჩუმდება ტანჯვის იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს ღაზის სექტორში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები