დიმიტრი პესკოვი: ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების გადაცემას რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს

რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს ევროკავშირის მიერ რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, ევროკავშირის ეს ნაბიჯი უკანონოა.

„ევროკავშირის ასეთი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება. ეს არ არის საბაბი სწრაფი რეაქციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის საბაბი საპასუხო გააზრებული ქმედებებისთვის. საპასუხო ქმედებები აუცილებლად იქნება, მაგრამ სრულად უნდა იყოს გააზრებული და შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს“, – განაცხადა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში – 1.5 მილიარდი ევრო გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები