რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საგამოძიებო კომიტეტთან ერთად, კორუფციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალი დ.ვ. ბულგაკოვი“, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

მათივე ცნობით, ბულგაკოვი ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ინფორმაციისთვის, 69 წლის დიმიტრი ბულგაკოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2008 წლიდან 2022 წლის სექტემბრამდე იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები