ესპანეთის პოლიციამ ბრინჯის ტომრებში დამალული ოთხი ტონა კოკაინი აღმოაჩინა

ესპანეთის პოლიციამ ბრინჯის ტომრებში დამალული ოთხი ტონა კოკაინი აღმოაჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაუვნებლებულია დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და პარაგვაიში მოქმედებდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, კონტრაბანდით დატვირთული კონტეინერები ბარსელონის პორტში მიმდინარე წლის დასაწყისში ჩავიდა, თუმცა კოკაინის პარტია ივლისში, კონტეინერების ტრანსპორტირების დროს ტოლედოში აღმოაჩინეს.

ესპანეთის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ესპანეთში რვა პირია დაკავებულია, ორი კი – პარაგვაიში.

აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკი ევროპაში პარაგვაიდან იგზავნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები