რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლაოსში ერთმანეთს შეხვდნენ

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლაოსში ერთმანეთს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იისთან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პეკინი მზად არის „საგარეო არეულობისა და დაბრკოლებების“ პირობებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ცენტრალიზებული, ღია და ინკლუზიური რეგიონული თანამშრომლობის არქიტექტურის შესანარჩუნებლად რუსეთთან ითანამშრომლოს.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ევრაზიაში „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის“ დანერგვის საკითხი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები