ფრანგულ-შვეიცარიული აეროპორტი უსაფრთხოების მიზნით დაიხურა

ფრანგულ –შვეიცარიული ბაზელ-მულჰაუსის აეროპორტი უსაფრთხოების მიზნით დაიხურა, მანამდე კი, მგზავრების ევაკუაცია მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა აეროპორტის დახურვა საფრანგეთში სარკინიგზო ქსელში არსებულ შეფერხებებს.

„უსაფრთხოების მიზნით, ტერმინალის ევაკუაცია მოხდა და ამჟამად აეროპორტი დაკეტილია. ფრენები დროებით შეჩერებულია. მგზავრებს ვთხოვთ, დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას ფრენის შესახებ ინფორმაციისთვის“, – აღნიშნულია აეროპორტის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, აეროპორტი EuroAirport Basel-Mulhouse-Freiburg საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ის მსოფლიოში ერთადერთი აეროპორტია, რომელიც ორი ქვეყნის მიერ ერთობლივად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები