მელანია ტრამპი მემუარებს გამოსცემს
მელანია ტრამპი მემუარებზე მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის წიგნი შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვა.
ამასთან, ცნობილია მემუარების სახელწოდებაც – „მელანია“.
ტრამპის ვებგვერდზე ნამუშევარს ახასიათებენ, როგორც „იმ ქალის პირად პორტრეტს, რომელიც არაჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს“.
აღსანიშნავია, რომ მელანიას მემუარებში წარმოდგენილი იქნება ოჯახური ფოტოები და პირადული ისტორიები, რომლებიც მას საზოგადოებასთან აქამდე არ გაუზიარებია.