უკრაინამ რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი ჩამოაგდო

უკრაინამ რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 22 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 20 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

ინფორმაციისთვის, უკრაინელებმა დრონები ხერსონის, ჟიტომირის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები