„მზად ვარ“ – კამალა ჰარისი ტრამპთან დებატებზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მზად არის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დებატებისთვის.

„გეტყვით, რომ მზად ვარ დონალდ ტრამპთან დებატებისთვის. მე დავთანხმდი 10 სექტემბერს დებატების გამართვას“, – აღნიშნა ჰარისმა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სურს ჰარისთან დებატების გამართვა, თუმცა ჯერ მას არაფერზე დათანხმებულა.

„არაფერზე არ დავთანხმდი. მე დავთანხმდი ჯო ბაიდენთან დებატებს. მაგრამ მინდა ვიკამათო მასზე და ის არ იქნება განსხვავებული, რადგან მათ აქვთ იგივე პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ დებატები მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო რბოლისთვის“, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები