თეთრ სახლში ნეთანიაჰუსა და ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Irsael-ი ავრცელებს.

აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე ნეთანიაჰუმ ბაიდენს ისრაელის 50-წლიანი მხარდაჭერისთვის ჟურნალისტების წინაშე მადლობა გადაუხადა.

„მოუთმენლად ველი, დღეს თქვენთან ერთად განვიხილო, რას გავაკეთებთ მომდევნო თვეებში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ბაიდენს 40 წელია, იცნობს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო“, – აღნიშნა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები