რუსებმა ხარკოვის ოლქზე მორიგი იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები

რუსულმა არმიამ ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის თემის სოფელი პრისტინი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეჰ სინიეჰუბოვი ავრცელებს.

„დაახლოებით 17:25 საათზე დამპყრობლებმა კუპიანსკის თემის სოფელ პრისტინს დაარტყეს. ჭურვი ორ კორპუსს შორის ჩამოვარდა. სამი ადამიანი დაშავდა: 69 წლის ქალი და ორი მამაკაცი, 71 და 72“, – ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები