Fitch-მა უკრაინის რეიტინგი C დონემდე დაწია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა უკრაინის რეიტინგი CC-დან C დონემდე დაწია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„უკრაინის დეფოლტის ემიტენტის გრძელვადიანი რეიტინგის უცხოურ ვალუტაში დაწევა ამყარებს Fitch-ის მოსაზრებას, რომ 22 ივლისს მთავრობასა და ევროობლიგაციების ზოგიერთ მფლობელს შორის მიღწეული პრინციპული შეთანხმება ვალის რესტრუქტურიზაციის პირობების შესახებ დეფოლტის მსგავსი პროცესის დაწყებაზე მიუთითებს“, – აღნიშნულია Fitch-ის ინფორმაციაში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 22 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანამ კრედიტორებთან ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

გარდა ამისა, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, რომელიც მთავრობას ნებას რთავს საგარეო ვალის გადახდა ოქტომბრამდე შეაჩეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები