იტალიის პრემიერ-მინისტრი 26 ივლისს ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრება

იტალიის პრემიერ-მინისტრი 26 ივლისს ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის მიზანია ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება. როგორც მოსალოდნელია, ჯორჯია მელონი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან.

მელონის ვიზიტის პარალელურად, პეკინში გაიმართება იტალია-ჩინეთის ბიზნესფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან იტალიური კომპანიები, როგორებიცაა საბურავების მწარმოებელი Pirelli, ენერგოკომპანია ENI, თავდაცვითი კომპანია Leonardo, ღვინის მწარმოებლები, ასევე რამდენიმე იტალიური მოდის ბრენდი, მათ შორის Dolce & Gabbana.

ჯორჯია მელონის ვიზიტი ჩინეთში 31 ივლისამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ ეს ჯორჯია მელონის პირველი ვიზიტი იქნება ჩინეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები