ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ბელგიის ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები ჯერ დადგენილი არ არის“, – განაცხადეს პროკურატურაში.

ინფორმაციისთვის, გამოძიების ფარგლებში ანტვერპენში, ლიეჟში, გენტსა და ბრიუსელში მდებარე 14 სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები