პეტრ პაველი: რუსეთისა და ჩინეთის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება

რუსეთისა და ჩინეთის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.

პაველის თქმით, ის 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომში გარკვეულ ახალ ძვრებს ელოდება. ამის ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში არჩევნებს, ასევე რუსეთსა და უკრაინაში ომით მზარდ დაღლილობას.

პეტრ პაველის განცხადებით, მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, თუ მოსკოვი გააგრძელებს ისე მოქმედებას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, კერძოდ, უკრაინის კაპიტულაციის პირობების წამოყენებით.

„თუმცა, მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთისა და ჩინეთის გარეშე, სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქცევის შეცვლა მასზე ჩინეთის რეალური ზეწოლის გარეშე შეუძლებელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები