რუსეთი კუბაში სამხედრო გემებს გზავნის

რუსეთი კუბაში სამხედრო გემებს გზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას კუბის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

მათი ცნობით, ჰავანის პორტში რუსეთის ბალტიის ფლოტის სამხედრო ხომალდები შევლენ.

„27-დან 30 ივლისამდე რუსეთის ფედერაციის ბალტიის ფლოტის გემები ჩავლენ ჰავანის პორტში, მათ შორის: სასწავლო გემი „სმოლნი“, საპატრულო ფრეგატი „ნეუსტრაშიმი“ და ტანკერი „ელნია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსი მეზღვაურები შეხვდებიან კუბის საზღვაო ძალების ხელმძღვანელს, ჰავანის ხელისუფლებას და ასევე მიიღებენ მონაწილეობას სხვა ღონისძიებებში.

ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება გემ „სმოლნის“ მონახულება 28 ივლისს და 29 ივლისს.

აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს ჩრდილოეთ ფლოტის საზღვაო მოიერიშე ჯგუფი, რომელშიც შედის ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“, ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“, მომარაგების ტანკერი „აკადემიკ პაშინი“ და საზღვაო ძალების სამაშველო ბუქსირი, შორ მანძილზე მოგზაურობის დროს შევიდა ჰავანის პორტში.

რუსეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საზღვაო ძალების მთავარი შტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის, ვიცე-ადმირალ მიხაილ ნეუპოკოევის მეთაურობით 17 ივნისამდე გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები