რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს

რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩუკოტკისა და ბერინგის ზღვებისა და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე ჩაატარეს.

აღსანიშნავია, რომ ბომბდამშენების დაცვას რუსული „სუ-30სმ“ და „სუ-35ს“ ტიპის გამანადგურებლები უზრუნველყოფდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრენის ხანგრძლივობა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და თვითმფრინავებს სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები