გოგი მეშველიანი : ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეებთან გულწრფელი და ღია საუბარი არსებული საჭიროებების დაძლევის გზებზე

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში ადგილობრივებს შეხვდა.

„დაბა კაზრეთის გამოწვევებზე ვისაუბრეთ საზოგადოებრივ ცენტრში, ფონდი „მონაგარი“-ს წარმომადგენლებთან, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები არიან გაერთიანებული. ისინი გამოირჩევიან აქტიურობითა და სამოქალაქო პასუხისმგებლობით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეებთან გულწრფელი და ღია საუბარი არსებული საჭიროებების დაძლევის გზებზე. ასევე, საინტერესოა მათი ხედვის მოსმენა ამა თუ იმ საკითხზე”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები