მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, ტაივანი ფრენებს აუქმებს

ტაივანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობამ ძლიერი ტაიფუნის გაემის მოლოდინში ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ცნობით, გაუქმდა თითქმის ყველა შიდა ფრენა და 200-ზე მეტი საერთაშორისო რეისი.

ამასთან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხშაბათი უკვე გამოაცხადა ტაიფუნის დღედ და მოსახლეობას სახლში დარჩენა ურჩია.

აღსანიშნავია, რომ სწავლა გადაიდო სკოლებშიც.

ვარაუდობენ, რომ ტაიფუნი გაემი ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ოთხშაბათს გვიან საღამოს გადაუვლის. მისი სიჩქარე 240 კმ/ს იქნება, რაც ქარის სიმძლავრისა და დამანგრეველი ძალის თვალსაზრისით მეოთხე კატეგორიის ქარიშხალს უდრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები