გერმანიაში „ჰამბურგის ისლამური ცენტრი“ დახურეს

გერმანიაში „ჰამბურგის ისლამური ცენტრი“ დახურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ორგანიზაციის წინააღმდეგ რამდენიმეთვიანი გამოძიება მიმდინარეობდა „ჰეზბოლას“ სავარაუდო მხარდაჭერის გამო, რომელიც გერმანიაში ტერორისტულ ჯგუფად არის კლასიფიცირებული.

ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფაიზერის თქმით, „ჰამბურგის ისლამური ცენტრის“ ფუნქციონირება აიკრძალება ექსტრემიზმის პროპაგანდის გამო, მის ცნობილ „ცისფერ მეჩეთში“ კი სამართალდამცველები ჩხრეკას აწარმოებენ.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ გავმიჯნო: ჩვენ არ ვმოქმედებთ რელიგიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ფაიზერმა და აღნიშნა, რომ ისინი მოქმედებენ იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი ედებათ გერმანული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრასა და, ასევე, ქალთა უფლებების შელახვისთვის.

აღსანიშნავია, რომ „ჰამბურგის ისლამური ცენტრი“ არის ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგაც, მინისტრის თქმით, „აგრესიული ანტისემიტიზმის გავრცელების“ გამო გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები