ესპანეთში ტემპერატურის 44 გრადუსამდე მომატებას ელოდებიან
ესპანეთში ზაფხულის სიცხის მეორე ტალღაა.
დღეს ელოდებიან პიკს – მეტეოროლოგების პროგნოზით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 44 გრადუსამდე მოიმატებს.
ყველაზე ცხელ ზონებად ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილები სახელდება.
ინფორმაციისთვის, გასულ წელს, ესპანეთში, რეკორდულად მაღალი სიცხის გამო, 11 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.