პირველი და ერთადერთი ქალი მფრინავი ხელების გარეშე
ჯესიკა კოქსი არიზონაში დაიბადა 1983 წელს. ისე მოხდა, რომ გოგონა ორივე ხელის გარეშე გაჩნდა. სანამ იზრდებოდა, ზოგს ეცოდებოდა ის და მისი მშობლები, ზოგი კი, აღფრთოვანებული იყო, ხოლო თავად ჯესიკა სწორედ ამ დროს სწავლობდა ყველაფრის ფეხებით გაკეთებას და ფარ-ხმალს არ ყრიდა.
10 წლის ასაკში ასაკში ის ტაეკვანდოს ჯგუფში შევიდა სავარჯიშოდ, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ორმაგი შავი ქამარი მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯესიკამ უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ცოტა ხანში აღარავის უკვირდა, რომ გოგონა ფეხით წერდა.
გარდა ამისა, ჯესიკა ფლობს სხვადასხვა უნარს:
✔️ ატარებს ჩვეულებრივ ავტომობილს, არა შშმ პირებისთვის;
✔️ თავად იცვლის თვალის ლინზებს;
✔️ თავისით ივარცხნის თმას;
✔️ სრულფასოვნად იყენებს ტელეფონს;
✔️ თავად ხსნის კანფეტის ქაღალდს;
✔️ თვითმფრინავში საწვავს თავად ასხამს.
ეს ყველა მისი უნარი არაა. 2005-2008 წლებში ჯესიკამ მფრინავების მომზადების კურსი გაიარა და ლიცენზია მიიღო. ის, ასევე, ფრენას ასწავლის სხვა ადამიანებს. ჯესიკა გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, როგორც მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც მფრინავის ლიცენზია მიიღო თვითმფრინავის ფეხებით მართვით.
მოგვიანებით, გოგონა მოტივაციური სპიკერი გახდა და შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაც დაიწყო საზოგადოების წინაშე გამოსვლა. 2015 წელს ჯესიკამ ველოსიპედით 40 მილი გაიარა შეერთებულ შტატებში შეჯიბრზე.
„ჩემი ლექსიკონიდან მე უკვე ამოვიღე ფრაზა: „მე არ შემიძლია ამის გაკეთება.“ – ამბობს ის.