რუსეთი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების წვრთნებს მართავს
რუსეთი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების წვრთნებს მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, მარი-ელის რესპუბლიკაში მიმდინარე გეგმური წვრთნების ფარგლებში ხორციელდება ინტენსიური მანევრები „იარსის“ სარაკეტო კომპლექსების გამოყენებით.
სწავლების ფარგლებში მუშავდება აღნიშნული სარაკეტო კომპლექსების 100 კილომეტრის მანძილზე გადაადგილების, მათი შენიღბვისა და განლაგების ამოცანები.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი „იარსი“ აღჭურვილია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსი 11 ათასი კილომეტრია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე მსგავსი სწავლებაა.