„ჯო ბაიდენი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი იყო” – ბარაკ ობამა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ბო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ობამა “ფეისბუქზე” წერს, ბაიდენი შტატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი იყო.

„ჯო ბაიდენი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი იყო, ასევე ჩემი ძვირფასი მეგობარი და პარტნიორი. დღეს მან ჩვენ ასევე შეგვახსენა, რომ ის უმაღლესი დონის პატრიოტია.

მან ხელი შეუწყო პანდემიის დასრულებას, შექმნა მილიონობით სამუშაო ადგილი, შეამცირა მედიკამენტების ღირებულება, მიიღო იარაღის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, უდიდესი ინვესტიცია ჩადო კლიმატის ცვლილების მოგვარების საკითხში და იბრძოდა შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად. საერთაშორისო დონეზე მან აღადგინა ამერიკის პოზიცია, გაააქტიურა ნატო და მოახდინა მსოფლიოს მობილიზება უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები