“მსურს, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარვადგინო, რომ კამალა ჰარისი იყოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი პარტიის ნომინანტი” – ბაიდენი
“მსურს, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარვადგინო, რომ კამალა ჰარისი იყოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი პარტიის ნომინანტი”, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
“დღეს მსურს, ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარვადგინო, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი. დემოკრატებო, დროა, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდი, გავაკეთოთ”, – დაწერა ბაიდენმა სოციალურ ქსელში.
ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა.